ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით ვახტანგ რობაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ვახტანგ რობაქიძე ამჟამად "ლელოს" აქტივისტია, 2019 წელს კი - ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.
რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.