ადგილობრივების თქმით, რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა.
ზესტაფონის რაიონის სოფლებში პანიკაა, მათი თქმით, კრაზანების ასეთი შემოტევა არ ახსოვთ და დღე არ გავა რომ მწერმა ვინმე არ დაკბინოს.
ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია.
შემთხვევები სოფლებში, ბოსლევსა და ცხრაწყაროში მოხდა.
„ვადასტურებ ტრაგიკულ ორივე შემთხვევას. პირველი მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა. მამაკაცი სოკოს საკრეფად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე კრაზანამ დაკბინა და მისი გარარჩენა ვერ შეძლეს. მეორე შემთხვევაში, მამაკაცი მინდორში იმყოფებოდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ შეძლეს და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, საგანგაშო ვითარება არ არის, ეს მხოლოდ დამთხვევაა“, - აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.
პაატა იმნაძის (ჯანდაცვის სამინისტრო) განმარტებით კი კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელს მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება.