გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვიშა- ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა.
"ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტური გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ" - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში