საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ზესტაფონის მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი, რომელიც 2016 წლის იანვრიდან 3 წლის ვადით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. გავრცელებული ინფორმაციით მას გამოსაცდელი ვადა ამოეწურა და საბჭომ უვადოდ არ დანიშნა.