ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა დაურიგდათ.
საშეშე მერქანი, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც ყოფილი სანიტარიული ინსპექციის შენობაში ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ფერაძემ და მერის თანაშემწემ ოლეგ ჭანკოტაძემ მიუტანეს.
სოციალური პროექტი, მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სათბობი შეშა 18 - მა ოჯახმა მიიღო.