ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი

date 23 ოქტომბერი 2015
article132.jpg

 22 და 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე,ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი 2015-2016 წლების თეატრალური სეზონის ფარგლებში რიგით მეორე პრემიერას გამართავს.

თეატრი მაყურებელს შესთავაზებს სპექტაკლს "ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი". პიესის ავტორია ირაკლი სამსონაძე, ხოლო რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ლაშაშეროზია.

დადგმა განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი რეჟისორების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში).  

დამდგმელი მხატვარი - თამარ ჭავჭანიძე
მხატვარი - ნათია ბერაძე
ტექნიკური რეჟისორი - მარი აბესაძე

მონაწილეობენ:
ნინო აბესაძე, ნანა ცხვირაშვილი, ნანა ისიანი, თემურ ქველიაშვილი, ზურაბ აბესაძე, , ბადრი ტაბატაძე , ვახტანგ კვინიკაძე.