27 ივნისიდან 6 ივლისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



27 ივნისიდან 6 ივლისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

date 24 ივნისი 2022
article747.jpg

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193-კმ195 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაობი ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

  უწყების ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონის თამარ მეფის ქუჩის გავლით. ხოლო, დროის ამ პერიოდში დანარჩენი ავტიტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ზესტაფონის გავლით.