გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაცია — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაცია

date 9 ივნისი 2022
article745.jpg

  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში 32.5 კმ გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურაში იწყება და ზესტაფონში სრულდება.

აღნიშნული გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთერთი ძირითადი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა, 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, ასევე მრავლად იყო დამეწყრილი ადგილები,  რაც  ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწულის ჰორიზონტალური მონიშვნა.

განახლებული გზა ჭიათურასა და ზესტაფონს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 38 746 900 ლარია.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უკვე გამოცხადდა ტენდერი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 16 სხვადასხვა (კმ84-კმ107) მონაკვეთზე არსებული დამეწყრილი უბნების რეაბილიტაციისთვის.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი