თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს

date 18 სექტემბერი 2017
article378.jpg

  2017 წლის 17 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა ტურნირის მექვსე ტურის შეხვედრაში მარგველებმა წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

  პირველი ნახევრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა თანდათანობით მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ეს უპირატესობა ტაიმის ბოლომდე სტუმართა კარში გატანილ ორ გოლში აისახა - მე-17 წუთზე ანგარიში ნიკა ჭანტურიძემგახსნა, ხოლო 34-ეზე სტუმართა გოლკიპერს აუღებელი გიორგი ვარდუკაძემ დაურტყა...

 

  მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ტაიმი ისევ ზესტაფონელებმა მოიგეს - 61-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა ზუსტი დარტყმით ნიკა ჭუმბურიძემ დააგვირგვინა. შედეგად, მარგველებმა მიმდინარე ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება, დიდი ანგარიშით 3-0 მოიპოვეს.

 

  მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 23 სექტემბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მეშვიდე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი სამტრედიას ესტუმრება, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური