ბიზნესმენი ილია კოკაია მთაში მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



Fc ZESTAFONI-ს პრეზიდენტმა ევროპის უდიდესი მწვერვალზე საქართველოს და ზესტაფონის დროშა აღმართა

date 31 აგვისტო 2018
article492.jpg

  საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მეპატრონე ილია კოკაიამ დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალი „მონბლანი“ დალაშქრა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

  ბიზნესმენი ილია კოკაია მთაში მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ჯგუფმა დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალი, საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე ალპებში მდებარე (სიმაღლე – 4 810 მეტრი) „მონბლანი“ წარმატებით დალაშქრა.

  „ასვლის მიმდინარეობისას, ალპინისტთა ჯგუფმა ერთ-ერთ დღეს მოისვენა თავშესაფარ „ტეტ რუში“ (3167 მ), სადაც აღმოჩნდა შენახული საქართველოს დროშა, რომელზეც ჩამოწერილი გახლდათ „მონბლანზე“ ნამყოფი ქართველი მთამსვლელების გვარ-სახელები. მწვერვალზე ასვლის დასრულების შემდეგ კი, მასზე საქართველოს სახელმწიფო და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დროშები აფრიალდა“ – წერს „ზესტაფონის“ ვებ-გვერდი.