ავარიას მსხვერპლი მოყვა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

date 7 მაისი 2019
article578.jpg

  ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
  როგორც ცნობილია, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, 19 წლის გოგონა და 27 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
   როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.


 

 

   გავრცელებული ინფორმაციით გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ზორ­ვე­თის მკვიდ­რი ა.ბარ­ბა­ქა­ძე და მ.დო­ლუ­აშ­ვი­ლი არი­ან. ისი­ნი ერთი კვი­რის წინ და­ქორ­წინ­დნენ. წყვი­ლი წუ­ხელ ახ­ლო­ბელ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის დროს კი ხეს და­ე­ჯახ­ნენ.

გარ­დაც­ვლი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს მათი ახ­ლო­ბე­ლი ლე­ვან გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი: