ხევში სამი სატვირთო ავტომობილი გადავარდა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ხევში სამი სატვირთო ავტომობილი გადავარდა

date 13 ივლისი 2018
article465.jpg

  ზესტაფონში, შორაპანი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე სამი სატვირთო ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა.

 

  სამივე ტრაილერი ხევში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადავარდა და შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი საბურავების მოცურება გახდა.

  გავრცელებული ინფორმაციით სამივე შემთხვევის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა, წვიმის გამო სატვირთოები მოცურდნენ და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.