ზესტაფონში, რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა კაცს ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდამ სხეულის ქვედა კიდური დაკარგა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს