ს.კ. "ზესტაფონის" მფლობელი ტრაგიკულად დაიღუპა — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ს.კ. "ზესტაფონის" მფლობელი ტრაგიკულად დაიღუპა

date 24 ნოემბერი 2021
article736.jpg

 

  საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, კოკაია მწვერვალ "დედაენის" დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა, სადაც ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  ილია კოკაიას სახელთანაა დაკავშირებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაარსება და მისი ყველა მიღწევა - საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგება. სიმბოლურია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგაში დაწინაურდა...