ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას, მუშა გარდაიცვალა.
სარემონტო-სამშენებლო საამქროს მე-5 თანრიგის მემონტაჟე, 65 წლის ა. გ. თბომაგისტრალის დემონტაჟის დროს დაშავდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, მუშას ესტაკადიდან ჩამოვარდნილი მილი დაეცა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ საწარმოში მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი, ხოლო ორშაბათიდან კი სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 240 მუხლით მიმდინარეობს.