აბაშაში 50 წლის ზესტაფონელს ეძებენ — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



აბაშაში 50 წლის ზესტაფონელს ეძებენ

date 7 თებერვალი 2019
article559.jpg

  სანადიროდ წასულ 50 წლის მამაკაცს, რომელიც 8 იანვარს დაიკარგა, ამ დრომდე ეძებენ.

  შინაგან საქმეთა სამინისტრომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

  სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ, კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები.

  გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მონადირე ზესტაფონის მკვიდრი ა.რუხაძეა.