ზესტაფონში მთავარი ნაძვისხე აინთო — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში მთავარი ნაძვისხე აინთო

date 25 დეკემბერი 2019
article650.jpg

 ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთება სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნეს. ზესტაფონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გიგანტური ზომის გოზინაყი დაამზადეს.

ცენტრალურ მოედანზე განთავსდა პავილიონები, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. პავილიონები ქალაქში, ძველით ახალ წლამდე დარჩება.

  

საახალწლო ღონისძიებებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძეც ესწრებოდა.

„ცენტრალურ მოედანზე დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა და ყველამ ერთად, საზეიმო ვითარებაში ავანთეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ზესტაფონის მერია, წელს პირველად, გიგანტური გოზინაყით გაუმასპინძლდა ყველას. გვქონდა სხვა სიურპრიზებიც. მინდა დამდეგი შობა - ახალი წელი მივულოცო ჩემს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს. მშვიდობის, კეთილდღეობის, წარმატებების მომტანი ყოფილიყოს“, - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.