მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები (2021)

 

ვასილ გველესიანი (ქართული ოცნება) №41

ზესტაფონის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" ვასილ გველესიანი იბრძვის. ამბობს, რომ კონსულტაციების შემდეგ 57 წლის ასაკში პირველად დათანხმდა საარჩევნო მარათონში ჩართვას და მცდელობას, რომ საჯარო თანამდებობა დაიკავოს.  

გამარჯვების შემთხვევაში მერობის კანდიდატს პრიორიტეტები განსაზღვრული აქვს. უპირველესი ამოცანა მოქალაქეთა კეთილდღეობა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაა. ვასილ გველესიანი მთავარ მეტოქედ არა რომელიმე კანდიდატს, არამედ ქალაქში არსებულ გამოწვევებს მიიჩნევს.

ვასილ გველესიანი ამბობს, რომ გამარჯვების შემდეგაც ქალაქზე ზრუნვას მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს, კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნა მხარდამჭერთა კლუბი, სადაც გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელებენ. პანდემიის პირობებში საარჩევნო კამპანიას ზესტაფონის მერობის კანდიდატი რეგულაციის დაცვით ატარებს. მან საკუთარი და მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად ვაქცინაცია საჯაროდ გაიკეთა და მოსახლეობასაც იგივეს ურჩევს. 

 

 


 

ბაქარ ხიჯაკაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) №5

 


 

ენმ-ის წევრი ქუთაისის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, დასავლეთის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. უფრო მანამდე კი საკრებულოს წევრი და 2015 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორიც იყო. ხიჯაკაძე ზესტაფონში უკვე ბევრ პრობლემას ხედავს და მიიჩნევს, რომ ქალაქის პრობლემების გამოსწორება მხოლოდ მას და ენმ-ს შეუძლია.

“მინდა, შევიტანო წვლილი ამ ხალხის კეთილდღეობაში და მაქსიმალურად ჩავდო ჩემი რესურსი, გამოცდილება, მოღვაწეობის პერიოდში მიღებული ცოდნა, რაც 2017-18 წლებში საჯარო სამსახურში მუშაობის დროს მივიღე და მაქსიმალურად მუხლჩაუხრელად ვიშრომო. აღმოვფხვრა ყველა პრობლემა ამ რაიონში იმისთვის, რომ ის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი გახდეს”, – აცხადებს მერობის კანდიდატი.

 


 

 

ლაშა ცხადაძე (პარტია საქართველოსთვის) №25


2015 წლიდან მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. მიაჩნია ხომ ხალხს უნდა ყავდეს სიმართლის მთქმელი ხელისუფლება და ქონდეთ რწმენა იმისა, რომ რაიონში ყავთ რაიონის მოსახლეობაზე მზრუნველი ხელისუფლება.


მაჟორიტარები :
ლევან ჭანტურიძე - ქალაქი ზესტაფონი, კვალითის დასახლება
ბექა მაღლაკელიძე - ქალაქის ცენტრი
მალხაზ ვეკუა - საყავრია
ნინო ანთაძე - სანახშირე, შორაპანი
იროდი სამხარაძე - ქვედა საქარა
თორნიკე კვანტრიშვილი - კლდეეთი, ფუთი
ბექა ფუტკარაძე - ბოსლევი, დილიკაური, ზედა საქარა
ელგუჯა დვალი - როდინაული
ლევან ურიადმყოფელი - ზოვრეთი, ქვედა საზანო
ნინო ბუხრაშვილი - ილემი, შროშა, ძირულა
მერაბ ცხადაძე - მეორე სვირი

 

 


 

დავით ჩიხლაძე (არასოდეს უკან საბჭოთა კავშირში - „გირჩი-მეტი თავისუფლება“) №45


დავით ჩიხლაძე: "არ მეგონა თუ კიდევ დადგებოდა საფრთხის ქვეშ ამ ქვეყნის არჩევანი - საბჭოთა კავშირსა და ევროპულ ღირებულებს შორის და მეც ისევ მივუბრუნდებოდი პოლიტიკას .რადგან, მიუხედავად ათასი გააზრებული თუ გაუაზრებელი სისულელებიის კეთებისა, რომელიც ჩვენმა თაობამ მოახერხა და უამრავი პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული ავანტიურებისა და იმედგაცრუებისა, ვფიქრობდი, რომ ჩვენ ერთი ყველაზე მთავარი საქმე გავაკეთეთ- ავირჩიეთ ევროპული ,დასავლური გზა და სამუდამოდ უარი ვუთხარით საბჭოთა კავშირს.უკანასკნელი რამდენიმე წელია კი აშკარად ვგრძნობ საფრთხეს(რომელიც დღეს უკვე თვალსაჩინოა)უკან იმპერიაში ჩათრევისას.რაც, დამეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავლის დასამარებაა, საიდანაც ძალიან დიდი მსხვერპლის და სისხლის ფასად თუ დავიხსნით თავს.
ამიტომაც, ჩემო მეგობრებო, გთხოვთ გავერთიანდეთ და გავაკეთოთ ეს საქმე კალმით სანამ დროა.ხვალ, რომ ისევ ავტომატები არ ეჭიროთ ჩვენ შვილებს ხელში. მეც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, მიუხედავად ათასი პირადი პრობლემისა(რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ აკლია ამ "დალაგებული მთავრობის" გადამკიდე) გადავწყვიტე პირადად ჩავერთო ამ არჩევანის კიდევ ერთხელ გაკეთებაში. ვერ მოვისვენე, ვერ დავჯექი გულზე ხელდაკრეფილი. სხვები და სხვები გააკეთებენ არ იქნებოდა მართალი. მე იმ სხვებზე არანაკლებ მინდა ,რომ ადამიანი იყოს მთავარი ღირებულება ამ ქვეყანაში და ვერც ერთი თანამდებობის პირი, პოლიციელი თუ ფუნქციონერი ვერ ,,აბურთავებდეს'' თავის ჭკუაზე. მე გავერთიანდი ძალიან ჰუმანურ,პროგრესულ და პატრიოტ ადამიანებთან ,რომლებიც არჩევნებზე ასეთი დასახელებით იქნებიან წარმოდგენილი: ,,ზურაბ გირჩი ჯაფარიზე - გირჩი :მეტი თავისუფლება'' ; ნომერი #45. მე ვიქნები ჩემს მშობლიურ ზესტაფონში ამ პოლიტიკური ძალის სიის პირველი ნომერი და ქალაქის ცენტრალური ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი. სიის მეორე ნომერი კი იქნება - ზესტაფონის ისტორიაში ღირსეული და სამართლიანი კაცის დავით კოვზირიძის(რომელმაც არაერთხელ გაიმარჯვა ჩამყაყებულ ბიუროკრატიაზე და ფულზე ზესტაფონლების დახმარებით) შვილი -გია კოვზირიძე. მეუხერხულება მეგობრის დახასიათება, მაგრამ მამის და შვილის ღირებულებები იგივეა -ამას ვიტყვი. კიდევ ერთი მთავარი სათქმელი ეს მაქვს - არ ვიქნები მართალი ახლა დაგპირდეთ ზესტაფონლებს, როგორც კი საკრებულოში შევალთ იქ სასწაულებს მოვახდენთ და მეორე დღესვე ცხოვრება საამური გახდება. პირველ რიგში ეს არჩევნები რეფერენდუმია, რომელსაც სასიცოცხლო დანიშნულება აქვს ჩვენთვის და გამომდინარე მისი შედეგიდან (არა -43% ოცნებას) უნდა მოხდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მოვიდეს კოალიციური, დასავლური მთავრობა ხელისუფლებაში. ამის შემდეგ გვექნება ჩვენ რეალური ბერკეტი საქმის კეთებისა და ძირეული ცვლილებების. აქვე მინდა გითხრათ, რომ რეალურად " გირჩი -მეტი თავისუფლება" არის პროფესიონალი და პროგრესულად მოაზროვნე ინტელექტუალების თავშეყრის ადგილი, განსხვავებით ყბადაღებული და თავსმოხვეული რეპუტაციისა, რომელიც მარგინალებმა შეუქმნეს ისე რომ ერთი სიტყვაც არ წაუკითხიათ და გაუაზრებიათ ამ გუნდიდან წამოსული. მე კი - გაგაცნობთ ამ გუდის მიერ შექმნილ სამოქმედო (არა მარტო საარჩევნო) პროგრამას, რომელსაც ამ პოსტთან ერთად გთავაზობთ(შემოკლებულ ვარიანტს) შესაბამისი გირჩული სახელით ,,რძე და ყველი'' (იხ.ლინკი https://girchi.org/ge/media/news/297-rdze-da-qveli-mokled)თავისი შინაარსით ძალიან რეფორმატულს და განსხვავებულს რაც აქამდე გინახავთ და რომელიც საერთო ოპოზიციურ სპექტრში სერიოზული განხილვის საგანია. მოიცავს სასამართლოს,განათლებას, ეკონომიკას, თავდაცვას, პრივატიზებას და ა.შ. - ერთი სიტყვით ეს განვითარების სწრაფი ტემპია. ესაა ჩემო მეგობრებო - ჩემი სათქმელი , რამდენად მოკლე და გასაგები გამოვიდა არ ვიცი, ვეცადე კი.

 

 


 

მამუკა ჭაჭიაშვილი ("ლელო საქართველოსთვის" ზესტაფონის სიის პირველი ნომერი) №9

 


კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე სახელმწიფოებრივ თუ სოციალურ პრობლემათა დასაძლევად არჩევნებზე უკეთესი საშუალებისთვის ჯერ არ მიუგნია. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებიც კარზეა მომდგარი. გადავწყვიტე ,,ლელო საქართველოსთვის“ სახელით მშობლიურ, საყვარელ ზესტაფონში ქალაქის მაჟორიტარად (სიის პირველი ნომერი) ვიყარო კენჭი. როგორც ბევრი თქვენგანისთვის, ჩემთვისაც ყოველთვის ახლო იყო ზესტაფონის ჭირ-ვარამი, ზესტაფონის სადაც გავიგე ოჯახის, მეგობრის, პატიოსანი ადამიანის, ღირსების ფასი და პატივისცემა. მეამაყება, რომ ზესტაფონის მრავალი თაობის აღზრდაში მიმიძღვის წვლილი.
გულწრფელად ვფიქრობ, განვლილი ცხოვრებისეული გზის, გამოცდილების კვალობაზე, შემიძლია ერთი აგური დავდო ჩვენი ქალაქის მშენებლობაში.
ეს არჩევნები ქვეყნის გადარჩეენის შანსია!
თითეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის!
გთხოვთ შემოხაზოთ 9 „ლელო საქართველოსთვის“, ერთად ვაკეთოთ საქმე ჩვენი ქვეყნისათვის!