ფეროს კლუბში მხარდამჭერებს ხვდებიან — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გოგი წულაია და კახა კუკავა ზესტაფონში მხარდამჭერებს ხვდებიან

date 15 მაისი 2019
article582.jpg

  შუალედურ არჩევნებამდე 5 დღით ადრე, „თავისუფალი საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი, გოგი წულაია და პარტიის თავმჯდომარე, კახა კუკავა ფეროს კლუბში მხარდამჭერებს ხვდებიან.

  „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, გოგი წულაია შეკრებილ საზოგადოებას იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რაც არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების სამოქმედო გეგმა იქნება და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

  პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში აქტიურობისკენ და აღნიშნა, რომ 19 მაისი გარდამტეხი თარიღი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში, როდესაც ქართული საზოგადოება უარს ეტყვის, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მხარს დაუჭერს ახალ პოლიტიკურ ცენტრს.

  გოგი წულაიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში და არჩევნებამდე დარჩილ პერიოდსაც, კანდიდატი აქტიური კამპანიის რეჟიმში აგრძელებს.