ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შესაძლოა ახალი ვებ-გვერდი ქონდეს.
ZESTAFONI.GE-ს მოპოვებული ინფორმაციით, საიტის სატესტო ვერსია უკვე ჩართულია ახალ მისამართზე: ZESTAFONI.GOV.GE, რომელიც ჯერჯერობით ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ასლია (ვიზუალური და ფუნქციური მხარე - KUTAISI.GOV.GE).
როგორც ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, კონცეფცია მომზადებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს და IDFI-ს მიერ.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი ZESTAPHONI.COM პირველად 2014 წელს ამოქმედდა, თუმცა მოგვიანებით, 2018 წლის 10 იანვარს ჩაირთო ახალი მისამართით: ZESTAPHONI.GE.
როგორც დღეს არსებული მონაცემებით ირკვევა, ოფიციალური ვებ-გვერდი განთავსებულია GOV.GE დომენზე, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ გამოიყენონ.
აღსანიშნავი და მისასალმებელია ასევე, რომ ზესტაფონის ოფიციალური ვებ-გვერდის დასახელებაში zestaPHoni ჩანაცვლებულია zestaFoni-თ.
