საავტომობილო გზის მოწყობა ბეტონის საფარით მიმდინარეობს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სოფელ ილემში, ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

date 17 აგვისტო 2018
article486.jpg

   სოფელ ილემში, ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. საავტომობილო გზის მოწყობა ბეტონის საფარით მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, რომლის ღირებულება 408 489 ლარია. გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან, მერის თანაშემწესთან ოლეგ ჭანკოტაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან დავით აბულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და სოფლის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის დაკვეთით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, შპს „მიმდემი“ მუშაობს. გარდა აღნიშნული პროექტისა, სოფელ ილემში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ხიდ - ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ილემის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინა - ბეტონის ხიდ - ბოგირის მოწყობა დასრულდება, სოფლის მოსახლეობა უპრობლემოდ შეძლებს სასოფლო - სამეურნეო სავარგულებამდე, ასევე სასაფლაომდე მისვლას