ესტონეთის დელეგაცია — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ესტონეთის დელეგაცია იმყოფებოდა

date 5 ოქტომბერი 2018
article514.jpg

  „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი ხელმძღვანელობდა.

  პრაქტიკულ სემინარში ქართველი და ესტონელი საჯარო მოსამსახურეები, ადგილობრივი მეწარმეები, მასწავლებლები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

  სემინარი ევროპული ინტეგრაციის თემას შეეხებოდა და ესტონეთის ელჩის კაი კაარელსონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორმა იან რეინჰოლდმა და დელეგაციის სხვა წევრებმა თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს შეკრებილ საზოგადოებას. დასასრულს კი ოთხი თემატური სემინარი გაიმართა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს, მეწარმეობას, განათლებისა და მედიის თემას მიეძღვნა.

  „ჩვენი ქვეყნის მომავალი სასიცოცხლოდ არის დაკავშირებული ევროპასთან. მოგეხსენებათ, ესტონეთს დიდი გამოცდილება აქვს ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებისა და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება. დღევანდელი შეხვედრა მასშტაბური და მეტად ნაყოფიერი იყო, რადგან მას ესტონელ სტუმრებთან ერთად იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.