თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 3 კანდიდატურიდან შეირჩევა — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 3 კანდიდატურიდან შეირჩევა

date 28 იანვარი 2022
article743.jpg


  ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კულტურის სამინისტრომ სარეკომენდაციო საბჭოს სამი კანდიდატურა წარადგინა
  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა.
  საბჭო ვალდებულია, მისთვის კანდიდატების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატები.
  ინფორმაციისთვის, ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა.
  შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება (იხ. აქ: https://cutt.ly/cYbYx8Z.). დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
  დებულების თანახმად, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
  სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.
  როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრებიდან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს ამოეწურა. აქედან გამომდინარე, 2021 წლის დეკემბრიდან, კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი უკვე 15 თეატრში გამოაცხადა.
  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო