ელგუჯა ამაშუკელის „დაჭრილი არწივი“ (1970 წ) ირინეს პარკის რეაბილიტაციისას იქნა წლების წინ დემონტირებული, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ის უპატრონოდ იყო დაგდებული, ხოლო მის ნაცვლად ფანტანი მოეწყო (რომელიც თითქმის არასოდეს მუშაობდა).
ერთი თვის წინ “ZESTAFONI.GE”-მ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო უპატრონოდ დაგდებული „დაჭრილი არწივის“ ძეგლი, რომელსაც აქტიური გამოხმაურება მოყვა.
უცნაურია, ამის მიზეზი „ZESTAFONI.GE”-ზე ფოტოს გამოქვეყნება გახდა, თუ უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, 10 წელზე მეტი ხნის მანძილზე უპატრონოდ დაგდებული ძეგლი „ირინეს პარკს“ უბრუნდება!