ქ. ზესატაფონის, კერძოდ, კვალითის უბანში მდებარე მე-4 საჯარო სკოლის „სამოქალაქო განათლების“ პედაგოგ იოსებ ჟღენტს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II -ის სიგელი გადაეცა. ასევე, მონაწილეობას იღებდა ახალ საგანმანათლებლო პროექტში - „21 st Digi-Skills“.
ზესტაფონელი პედაგოგი, რომელსაც სწავლების თავისუფალი და განსხვავებული სტილი აქვს, პროექტის მიზნებზე და ინიციატივაზე, „პრაიმტაიმს“, ექსკლუზიურად ესაუბრება:
ახალ პროექტში - „21 st Digi-Skills“, ჩემი საუკეთესო მეგობრის, კახაბერ ჩაკვეტაძის და ინგა ხარჩილავას დახმარებით ჩავერთე.
„21 st Digi-Skills“ - არის მედია პლატფორმა და საზოგადოება საგანმანათლებლო დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა დაუკავშირდნენ და მოიძიონ სასარგებლო სიახლეები, ინფორმაცია და რესურსები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე.
წყარო