ცოდნის გაღრმავების პროგრამა მე-11 და მე -12 კლასის მოსწავლეებისათვის — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ცოდნის გაღრმავების პროგრამა მე-11 და მე -12 კლასის მოსწავლეებისათვის

date 28 სექტემბერი 2021
article728.jpg

  ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში  აბიტურიენტების სასწავლო კურსზე,  რეგისტრაცია დაიწყო.

  ახალ ტექნოლოგიურ სივრცეში კურსის გავლას ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, მე -11  და  მე -12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ.

მსურველებმა აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, ამისთვის მიჰყევით მითითებულ ბმულს:  

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd4NF_jWQrlAbhkEF4i9JVN-NY7VcUXNJR04Ranzr7Up3LIVA/viewform

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი.   

ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მე-11 და მე -12 კლასის მოსწავლეები ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე სრულიად უფასოდ შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას – კერძოდ, მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ასევე შეძლებენ ინგლისური ენის დახვეწას. 

პროგრამის მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობაა.

  სასწავლო კურსი  იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, რომელიც უკავშირდება ცოდნის გაღრმავებას, საჭირო უნარ – ჩვევების გამომუშავებას, ასევე სამეცნიერო საკითხებსა და კრიტიკულ აზროვნებაში გათვიცნობიერებას.

  პროექტს ახორციელებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსისტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

  პროგრამის მონაწილეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, მულტიფუნქციური ცენტრისგან სპეციალურ გრანტებსაც მიიღებენ.   

  პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მუდმივად მოქმედებს კორპორატიული  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.