პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



საუბნო გზების აღდგენა-განახლება

date 12 ივნისი 2018
article451.jpg

  ზესტაფონში ქალაქის საუბნო გზების აღდგენა–განახლება დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამჟამად ორი ქუჩის: ფალიაშვილისა და ფარნავაზის ქუჩების რეაბილიტაციას მოიცავს. ერთ-ერთ მათგანზე მოხრეშვა, მეორე ქუჩაზე კი გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ქუჩებზე ბეტონის საფარი დაიგება. მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

„ინფრასტრუქტურის აღდგენა გადაუდებელი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ზესტაფონისთვის. ძალისხმევას არ დავზოგავთ, რომ სამუშაო განსაზღვრულ ვადებში და სტანდარტის სრული დაცვით განხორციელდეს“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.