გზის რეაბილიტაცია როდინაულში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გზის რეაბილიტაცია როდინაულში

date 29 ნოემბერი 2017
article412.jpg

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის 15-კილომტერიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სოფელ როდინაულის მცხოვრებლები, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ქალაქ ზესტაფონში შემოვლითი, მაგისტრალური, გზით ჩადიან. შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს პირდაპირ აკავშირებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან, უვარგისობის გამო, ფაქტობრივად გაუქმებულია.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ როდინაულის მოსახლეობას გაუადვილდება გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის 130-ზე მეტი პროექტი დაასრულა.