ეკოლოგიური საკითხების შესახებ პრეზენტაცია — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ეკოლოგიური საკითხების შესახებ პრეზენტაცია

date 5 სექტემბერი 2019
article614.jpg

  “ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაცია, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, 15:00 საათზე, პრეზენტაციას – “ეკოლოგიური საკითხები ზფქ-ში და მათი გადაწყვეტის გზების ძიება”, გამართავს.
პრეზენტაცია ქარხნის სამმართველოს შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება, რომელსაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ნაწილი, მუზეუმების, სკოლების და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„პრეზენტაცია ქარხნის სპეციალისტების მიერ არის მომზადებული. საპრეზენტაციო სამუშაოებში ძირითადად საპროექტო სამსახური იყო ჩართული. იმისათვის, რომ ჩამოვყალიბებულიყავით რას ვაკეთებთ და რა გზით ვვითარდებით ეკოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად, სამუშაოებში ჩართული გვყავდა ქართველ მეცნიერ-გამომგონებელთა ჯგუფი, ასევე ჩამოყვანილი გვყავდა უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს წინასაპროექტო სამუშაოები და მოგვცეს რეკომენდაციები. პარალელურად, ჩვენი ქარხნის თანამშრომლებისგან ჩამოყალიბებული 5-კაციანი ჯგუფი, უკრაინაში, „ნიკოპოლის“ ქარხანაში წარვგზავნეთ, სადაც მათ ყველა ის საკითხი შეისწავლეს, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზეა ეს პრეზენტაცია მომზადებული, რომელიც საზოგადოებას გვინდა რომ წარვუდგინოთ. კონკრეტულად, დეტალურად იქნება განხილული ღუმელიდან ნადნობის გამოშვების დროს, ქურიდან და ციცხვიდან გაზების დაჭერა-გაწოვის საკითხი“, – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.