ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება

date 25 ნოემბერი 2019

 ზესტაფონის ცენტრალური მოედნის განახლება დასასრულს უახლოვდება. 

 რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე სრულად ახალი სივრცე მოეწყობა ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე. განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. პროექტით, მოედნის შუა გულში შადრევანი დამონტაჟდება. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოედნის რეაბილიტაციაზე 557 177 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ბილდმორი“ ახორციელებს.